"არა რუსულ კანონს და კი ევროპას" - რუსული კანონის მოწინააღმდეგეები ვაკის პარკში იკრიბებიან
ევროპული კურსის დამცველი ახალგაზრდები რუსულ კანონს დღესაც გააპროტესტებენ, მაგრამ არა პარლამენტთან. სტუდენტები ვაკის პარკში ამ წუთებში იკრიბებიან. იქნება სიტყვით გამოსვლებიც. ვაკის პარკში ელოდებიან იმ ადამიანებს, ვისაც ევროპაში უნდა და არა უკან, რუსეთში დაბრუნება.
ადგილზე გაშლილია ბანერი "არა რუსულ კანონს და კი ევროპას". ადამიანებს ვაკის პარკში საქართელოს და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ "ქართლ ოცნებას" რუსული კანონის მიღების და საქართველოს რუსეთად გააქცევის უფლებას არ მისცემენ.
დღეს არის მშვიდობიანი აქცია დაგეგმილი, ვიკრიბებით ვარკის პარკში, არ მივდივართ პარლამენტთან, რათა ავარიდოთ თავი პროვოკაციას. ხელისუფლებასაც ზუსტად ეს უნდა, პროვოკაცია, რომ საზოგადოება დაუპირისპიროს ერთმანეთს. გუშნდელი დღე იყო მკაფიო პასუხი კითხვაზე, თუ საით მიდის ჩვენი ქვეყანა. ჩვე მივდივართ ევროპისკენ, დღევანდელი რუსული მარში კი არის სასოწარკვეთაში ჩავარდნილი ხელისუფლების ფართხალი, - ამბობს "ლელოს" ახალგაზრდული თავმჯდომარე ოთო ფარულავა.