მე ვარ საქართველოს პატრიოტი, ეს არ არის რუსული კანონი, ეს ქართული კანონია - ცოტნე ივანიშვილის პირველი კომენტარი

29.04.24 18:50
მე ვარ საქართველოს პატრიოტი, ეს არ არის რუსული კანონი, ეს ქართული კანონია - ცოტნე ივანიშვილის პირველი კომენტარი

 

 

მე ვარ საქართველოს პატრიოტი, ეს არ არის რუსული კანონი, ეს ქართული კანონია -  ამ განცხადებას ცოტნე ივანიშვილი აკეთებს.

ბიძინა ივანიშვილის უმცროსი შვილი, რომელიც მსვლელობას მიუძღვის წინ რუსთაველზე, ამტკიცებს, რომ კანონი, რომელსაც არცერთი ევროპელი პარტნიორი მხარს არ უჭერს და რომელიც საქართველოს კანდიდატის სტატუსის დაკარგვის საფრთხის წინაშე აყენებს, რუსული არ არის და ის ქართული კანონია.

როგორც ივანიშვილი ამბობს, ის დეტალურ განხილვებში არ შევა ამ კანონის.

მე ვარ საქართველოს პატრიოტი, ეს არ არის რუსული კანონი, ეს ქართული კანონია. ჩვენ ღირსეული წევრები უნდა გავხდეთ აუცილებლად ევროპული ოჯახის, ეს კანონი არის აბსოლუტურად ქართული. სასაცილოა იმის ფიქრი, რომ ეს კანონი რუსულია, ოდითგანვე გამჭვირვალობა იყო ევროპული ღირებულება და მე აქ ვარ, რომ ჩემი პოზიცია დავაფიქსირო,“ - ამბობს ცოტნე ივანიშვილი.

მსგავსი სიახლეები