წულუკიანი: თუ პრეზიდენტი სასახლიდან ცხვირს გამოყოფს, ამ გამზირზე ვერ გამოივლის
"თუ პრეზიდენტი სასახლიდან ცხვირს გამოყოფს, ამ გამზირზე ვერ გამოივლის" - ეს განცხადება კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა იმედთან გააკეთა და სალომე ზურაბიშვილს დაემუქრა.
წულუკიანი ზურაბიშვილს "გამყიდველად" მოიხსენიებს და ამბობს, რომ "ჩვენი პრეზიდენტი ღამურად ჩამოყალიბდა".
მან თავისი თანამებრძოლები ანუ ჩვენ გაგვყიდა, ეს კიდევ არაფერი, მან გაყიდა ქართველი ერი. ამიტომ, ის თუ ორბელიანების სასახლიდან გაბედავს და იმედი მაქვს, გაბედავს და ცხვირს გამოიყოფს, ამ გამზირზე ის ვერ გამოივლის, იმიტომ, რომ მან შეგვარცხვინა.
მან ძალიან ბევრი მავნებლური ნაბიჯი გადადგა ქართველი ერის წინააღმდეგ საერთაშორისო ასპარეზზე, რეალურად, შეგვიძლია ხმამაღლა ვთქვათ, რომ სამწუხაროდ, ჩვენი პრეზიდენტი ღამურად ჩამოყალიბდა.
თუ რას ნიშნავს ღამურა, ალბათ ამისთვის მას მოუწევს ქართული ლიტერატურის და ქართული კულტურის მამების ნააზრევებს უფრო კარგად გაეცნოს," - განაცხადა წულუკიანმა.