ხელისუფლებას მედიის ეშინია, ეს არის შიშის გამოხატულება - მამუკა ხაზარაძე
,,ლელოს" ლიდერს მიაჩნია, რომ ის პროცესები, რაც პარლამენტში ხდება, არის ქვეყნის ხელისუფლების შიშის გამოხატულება. მამუკა ხაზარაძე საზოგადოებას ჰპირდება, რომ მალე დაანახებს ,,ქართული ოცნების" რეალურ სახეს.
ეს არის გარძელება ივანიშვილის და ღარიბაშვილის პოლიტიკის, საზოგადოების გახლეჩვის, რომელმაც პარლამენტში გადმოინაცვლა, ეს არის ძალადობის დემონსტრირება, უკონტროლობა, სახელმწიფო ინტიტუტების მოშლა.
ბუნებრივია, ხელისუფლებას მედიის ეშინია, ეს არის შიშის გამოხატულება, ,,ქართული ოცნება" ის მთავრობაა, რომელიც პასუხისმგებლობას თავის თავზე არ იღებს და ცდილობს, თავის ქმედება სხვას დააბრალოს, მაგრამ ჩვენ ამას გამოვაააშკარავებთ. საზოგადოება ძალიან მალე დაინახავს, რა ძალასთან აქვს საქმე - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.
,,ლელოს" ლიდერი აცხადებს, რომ საზოგადოება ხელისუფლებას ადეკვატურ პასუხს ადგილობრივ არჩევნებზე გასცემს.