"ქართული ოცნების" ახალი მესიჯი - სვლა დეოკუპაციისკენ

29.04.24 20:10
"ქართული ოცნების" ახალი მესიჯი - სვლა დეოკუპაციისკენ

რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაზე "ქართული ოცნების" ახალი მესიჯი  გაჟღერდა - სვლა დეოკუპაციისკენ! - თქვა უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ სიტყვით გამოსვლისას. 

მან ტრადიციულად, მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს. 

"ღირსეულ მომავალს შევქმნით, როგორსაც ქართველი ხალხი იმსახურებს" - თქვა მან.

წინ ბევრი ამოცანა გვაქვს, „ქართულ ოცნებას“ ბევრი ამოცანა აქვს თავის ლიდერებთან, საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილთან ერთად -ეს არის სვლა დეოკუპაციისკენ, ეკონომიკური განვითარებისკენ, გრძელვადიანი მშვიდობისკენ, ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისკენ, ეს ყველაფერი ერთად ცოტა რთულია, მაგრამ ყველა ერთად ამას შევძლებთ სიამაყით და ორ ფეხზე დგომით“, - განაცხადა მდინარაძემ.

მანამდე უმრავლესობის ლიდერმა თქვა, რომ ორიენტირებულნი იქნებიან "ვიცხოვროთ სრულად დამოუკიდებელ საქართველოში"

ჩვენ პირველ რიგში შევიკრიბეთ აქ, რათა ვუთხრათ მთელ მსოფლიოს რომ მსოფლიოში არ არსებობს იმაზე ამაყი, თავდაჯერებული და ღირსეული ერი, როგორიც არის ქართველი ერი.

პირველი, რაზეც მინდა ძალიან მოკლედ ვთქვა, აქ შევიკრიბეთ, რათა ვუთხრათ მთელ მსოფლიოს, რომ არ არსებობს მსოფლიოში ისეთი ამაყი, თავდაჯერებული, ღირსეული ერი, როგორიც არის ქართველი ერი. 

ქართველები, როლებიც ვერასდროს წარმოვიდგენთ თავს ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოძმეების გარეშე. ორიენტირებულები ვიქნებით ყოველთვის, რომ ვიცხოვროთ ერთიან, ძლიერ და სრულიად დამოუკიდებელ საქართველოში- თქვა მან. 

მსგავსი სიახლეები