ქართველების საქართველოს გაუმარჯოს - კალაძის ქსენოფობიური განცხადება

29.04.24 20:22
ქართველების საქართველოს გაუმარჯოს - კალაძის ქსენოფობიური განცხადება

"ქართველების საქართველოს გაუმარჯოს" - კახა კალაძემ ქსენოფობიური განცახდება პარლამენტის წინ გააკეთა. მაშინ, როდესაც "ოცნების" ორგანიზებულ აქციაზე სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის მოქალაქეები დგანან, კალაძემ ამ სიტყვებით მიმართა შეკრებილებს.

კალაძემ მოქალაქეებს მიმართა და უთხრა, რომ ოცნების რეინიცირებული კანონების დამტკიცება პრინციპულად მნიშვნელოვანია.

გაუმარჯოს ჩვენს ძლიერ, ერთიან, დამოუკიდებელ საქართველოს! ქართველების საქართველოს გაუმარჯოს!" - მიმართა მოქალაქეებს კალაძემ.

მანამდე დედაქალაქის მერმა თქვა, რომ რუსთაველის გამზირზე "თბილისი დგას": 

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს აქ შევიკრიბეთ. შეიძლება, პირდაპირ ვთქვათ, რომ დღეს აქ დგას საქართველო. დღეს აქ დგას თბილისი. დღეს აქ დგას ხალხი, ვისი სურვილიცაა ევროპული მომავალი ღირსებით, სიამაყით და თავაწეული"- ამბობდა მერი. 

მსგავსი სიახლეები