მადლობა ივანიშვილს, კრიტიკა ოპოზიციას და პარალელი 2012 წელთან - რა თქვა ღარიბაშვილმა აქციაზე

29.04.24 21:05
მადლობა ივანიშვილს, კრიტიკა ოპოზიციას და პარალელი 2012 წელთან - რა თქვა ღარიბაშვილმა აქციაზე

"დღეს კიდევ ერთხელ შევიკრიბეთ, რათა ჩვენი ქვეყნის შიგნით თუ ჩვენი ქვეყნის გარეთ ყველას ვაჩვენოთ, რომ საკუთარ ღირსებას, სუვერენიტეტს და თავისუფლებას ბოლომდე დავიცავთ", - ეს განცხადება "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა.

ღარიბაშვილმა პარლამენტთან აქციაზე მისულებს მიმართა - ოპოზიცია კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და თქვა, რომ გარე ძალებთან ერთად ისინი ქვეყანას ძირს უთხრიან.

მივესალმები ჩვენს ღირსეულ, პატრიოტ მოქალაქეებს, ჩვენს თავისუფლებისმოყვარე ქართველ ხალხს და ამ მიწაზე მცხოვრებ თითოეულ თანამოქალაქეს. ჩემთვის დიდი პატივია, მოგმართოთ დღეს აქ შეკრებილ საზოგადოებას, ვისთვისაც ხელშეუვალია ღირებულებები, რომელიც უკავშირდება ღირსებას, თავისუფლებას და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს. დღეს მახსენდება 2012 წელი, როდესაც თქვენ, ჩვენ და ქართველმა ხალხმა სწორედ აქ აჩვენა მთელ მსოფლიოს, რომ დემოკრატიულ, თავისუფალ, მშვიდობიან და სუვერენულ საქართველოში სურს ცხოვრება და ჩვენი პარტიის დამფუძნებლის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ხალხმა ქვეყანა ანტიეროვნული, მჩაგვრელი და მოღალატე რეჟიმისგან გაათავისუფლა. და დღეს კიდევ ერთხელ შევიკრიბეთ, რათა ჩვენი ქვეყნის შიგნით თუ ჩვენი ქვეყნის გარეთ ყველას ვაჩვენოთ, რომ საკუთარ ღირსებას, სუვერენიტეტს და თავისუფლებას ბოლომდე დავიცავთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი სიახლეები