გვაქვს უფლება, EU-ს ჩვენი ღირებულების პატივისცემა მოვთხოვოთ - პრემიერი
"გვაქვს უფლება, სახლში შემოსვლამდე, EU-ს ჩვენი ღირებულების პატივისცემა მოვთხოვოთ" - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ "ოცნების" კონტრაქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როდესაც ქვეყანა ხდება ევროკავშირის წევრი არა მხოლოდ ევროკავშირი უშვებს ამ ქვეყანას საკუთარ სახლში, არამედ ეს ქვეყანაც უშვებს საკუთარ სახლში ევროკავშირს. ამიტომ, საქართველოს აქვს სრული უფლება ჩვენს სახლში შემოსვლამდე ევროკავშირის ჩვენი სუვერენიტეტის და ღირებულებების პატივისცემა მოვთხოვოთ.
იგივე ადამიანები, რომლებიც ევროკავშირის სუვერენიტეტისა და ევროპული ღირებულებების დაკნინებას ცდილობენ, გვეუბნებიან, რომ ევროპულ ოჯახში მხოლოდ იმ შემთხვევაში მიგვიღებენ, თუ სახელმწიფო სუვერენიტეტს და ტრადიციულ ღირებულებებს კართან დავტოვებთ - თუ დავთმობთ მორალს, ეკლესიას და სარწმუნოებას. თუ დავთმობთ დემოკრატიას და სამართლის უზენაესობას." - ამბობს ირაკლი კობახიძე.