საკითხი ასე დგას: ან ივანიშვილი ან საქართველო - ბუღაძე
საკითხი ასე დგას: ან ივანიშვილი ან საქართველო - ამის შესახებ ლაშა ბუღაძემ სოციალურ ქსელში დაწერა:
საკითხი ასე დგას: ან ივანიშვილი ან საქართველო. გავუძლებთ აქციებზე დგომას? გავუძლებთ ტელე-ეკრანებთან მსხდომთა ისტერიულ ზარებს "რობოკოპები გამოიყვანეს, წადით სახლში"?! გავუძლებთ დაღლას? გავუძლებთ თუნდაც მოსაწყენ ორატორებს? არ გავიწრიტებით პირველივე მოთენთილობისთანავე? - მაშინ გადავარჩენთ ამ ქვეყანას... თუ არა და, ვერც საქართველო გადარჩება, ვერც ჩვენ და ვერც ის ხალხი, ვინც დღეს ივანიშვილის ტაშის ფონოგრამას ჰყვებოდა"- ლაშა ბუღაძე.