ბიძინა, შენი რუსული ოცნება საქართველოში ვერასდროს ახდება. არ გაგატანთ საქართველოს რუსეთში - მამუკა ხაზარაძე

29.04.24 22:28
ბიძინა, შენი რუსული ოცნება საქართველოში ვერასდროს ახდება. არ გაგატანთ საქართველოს რუსეთში - მამუკა ხაზარაძე

ბიძინა ივანიშვილმა დღეს ღიად აღიარა, რომ ის ემსახურება რუსეთს და მისი პარტიისთვის ევროკავშირი არის “გლობალური ომის პარტია - ასე აფასებს "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის სიტყვით გამოსვლას. 

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა გაიმეორა პუტინის "რაშისტული" ნარატივი.

ბიძინა ივანიშვილმა დღეს ღიად აღიარა, რომ ის ემსახურება რუსეთს და მისი პარტიისთვის ევროკავშირი არის “გლობალური ომის პარტია.” ამით გაიმეორა პუტინის "რაშისტული" ნარატივი. 
დღეს ბიძინა ივანიშვილის მთავარი გზავნილი იყო - არა განვითარებას, არა მომავალს, არა ევროპას - კი რუსეთს და მის პერსონალურ პუტინიზაციას. 
ბიძინა, შენი რუსული ოცნება საქართველოში ვერასდროს ახდება. არ გაგატანთ საქართველოს რუსეთში, - წერს ხაზარაძე.

მსგავსი სიახლეები