ივანიშვილის გზავნილი დასავლეთს? - "საქართველო არ არის იანუკოვიჩის უკრაინა"

29.04.24 23:21
ივანიშვილის გზავნილი დასავლეთს? - "საქართველო არ არის იანუკოვიჩის უკრაინა"

ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა მესამე სექტორისა და ოპოზიციის გალანძღვის შემდეგ, ანტიდასავლური განცხადებები გააკეთა. 

 "დღევანდელი საქართველო არ არის არც შევარდნაძის დროინდელი საქართველო და არც იანუკოვიჩის უკრაინა" - ამბობს "ქართული ოცნების" ლიდერი. 

ივანიშვილის მტკიცებით, საქართველოს მართავს "ძლიერი და ერთ მუშტად შეკრული პროფესიონალთა გუნდი", რომელმაც იცის სამშობლოს, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის ფასი.

"ურეიტინგო ნაციონალებისა და NGO-ების ხელით ხელისუფლების შეცვლა დღევანდელ საქართველოში შეუძლებელია", - ამბობს ოლიგარქი.

მისივე თქმით, "სწორედ სუვერენიტეტის გამყარებას ემსახურება ქართული კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ". 

მსგავსი სიახლეები