პუტინის მსგავსი კანონი საქართველოს ევროატლანტიკური გზისგან აშორებს - სენატორების მძიმე გზავნილი "ოცნებას"

30.04.24 10:10
პუტინის მსგავსი კანონი საქართველოს ევროატლანტიკური გზისგან აშორებს - სენატორების მძიმე გზავნილი "ოცნებას"

„პუტინის კანონი, რომლის მიზანიც კრიტიკული აზრის მკველობაა“ - “ქართული ოცნების“  რუსულ კანონს ამერიკელი სენატორები კიდევ ერთი უმწვავესი განცხადებით ეხმაურებიან. კონგრესმენები  გერი კონოლი  და  ოსტინ სკოტი, რომლებიც  საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეები არიან პირდაპრი წერენ, რომ ეს კანონი რუსულია. "ის პუტინმა სასტიკი დიქტატურის გასამაყრებლად და რუსეთში  კრიტიკული აზრის ჩასახშობად გამოიყენა", - გავლენიანი სენატორები საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ თუ ამ კანონს დაამტკიცებენ, მაშინ საქართველოში პუტინის მმართველობა დამყარდება, ეს კი ქვყენას ევროკავშირს სრულად დააშორებს.

2012 წელს, ხელისუფლების მესამე ვადით მიღების შემდეგ, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა უცხოური აგენტების აქტს, რომელიც მოითხოვს იმ ორგანიზაციების უცხოურ აგენტებად დარეგისტრირებას, რომლებიც პოლიტიკურ საქმიანობას ეწევიან და უცხოურ დაფინანსებას იღებენ.  
 
პუტინმა გამოიყენა ეს "უცხოელი აგენტების" კანონი, რათა სასტიკად შეეზღუდა სიტყვის თავისუფლება, ყველასთვის, და კიდევ უფრო განემტკიცებინა მისი, როგორც დიქტატორის, სასტიკი მმართველობა.  
 
საქართველოსთვის, შეერთებული შტატების დემოკრატიული პარტნიორისთვის, რომელმაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო, წარმოუდგენლად შემაშფოთებელია ისეთი კანონმდებლობის შემოღება და წინსვლა, რომელიც პუტინის იგივე ანტიდემოკრატიულ ინსტრუმენტს წააგავს. 
 
ჩვენ ვაგრძელებთ ქართველი ხალხის მხარდაჭერას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე და მოვუწოდებთ ლიდერებს, გაითვალისწინონ სამოქალაქო საზოგადოების მოწოდებები დამოუკიდებელი სასამართლოსა და მთავრობის შესახებ. სამწუხაროდ, ვლადიმერ პუტინის მსგავსი კანონი „უცხოელი აგენტების შესახებ“, საქართველოს აშორებს ამ გზისგან", - ნათქვამია წერილში.

მსგავსი სიახლეები