ივანიშვილმა ნიღაბი ჩამოიხსნა, ევროკავშირმა და შტატებმა მას დაუყოვნებლივ უნდა დაუწესონ სანქციები - გონჩარენკო

30.04.24 10:15
ივანიშვილმა ნიღაბი ჩამოიხსნა, ევროკავშირმა და შტატებმა მას დაუყოვნებლივ უნდა დაუწესონ სანქციები  - გონჩარენკო

დღეს ივანიშვილმა ნიღაბი ჩამოიხსნა - უკრაინის რადას დეპუტატი, ოლექსი გონჩარენკო რუსული კანონის მხარდასაჭერად "ქართული ოცნების" მიერ გუშინ გამართულ აქციას ეხმაურება.

გონჩარენკო ევროკავშირს და ამერიკას ივანიშვილისთვის და მისი გარემოცვისთვის დაუყოვნებლივ სანქციების დაწესების მოთხოვნით მიმართავს.

"დღეს ივანიშვილმა ნიღაბი ჩამოიხსნა. ის აღარ მოაჩვენებს თავს ქართულ ოცნებად, ის კრემლის ოცნებაა, რომ საქართველო გახდეს ბელარუსი. და მხოლოდ ქართულ საზოგადოებას შეუძლია ამის შეჩერება. ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა დაუყოვნებლივ უნდა დაუწესონ სანქციები მას და მის გარემოცვას. გვიანია მაგრამ მაინც", - წერს გონჩარენკო.

მსგავსი სიახლეები