ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, ვინ სურთ ქვეყნის ხელმძღვანელად - კელი დეგნანი

12.07.21 14:08
ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, ვინ სურთ ქვეყნის ხელმძღვანელად - კელი დეგნანი

ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, თუ ვინ სურთ ქვეყნის ხელმძღვანელად - ამის შესახებ განცხადება ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა, გააკეთა. 

მისივე თქმით, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, უზრუნველჰყოს მშვიდობიანი გარემო ადამიანებისთვის, იმისთვის, რომ მათ გამოხატონ კონსტიტუციური უფლებები, მათ შორის შეკრების და გამოხატვის თავისუფლება, ასევე, ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების უფლება.

სამწუხაროდ, 5 და 6 ივლისს ეს ვერ დავინახეთ, თუმცა იმედი მაქვს, მომავალში იქნება მეტი დაფასება, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და ღირებულია ეს თავისუფლებები და უფლებები...

ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, ვინ სურთ მათ ლიდერად, ქვეყნის ხელმძღვანელად. მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი დემოკრატიული პროცესის ფარგლებში წარიმართოს", - თქვა კელი დეგნანმა.