ივანიშვილმა დაადასტურა, რომ ის საქართველოში ანტიეროვნული, ანტიევროპული და ანტიამერიკული პოლიტიკის შემოქმედია - ჯაფარიძე

30.04.24 10:22
ივანიშვილმა დაადასტურა, რომ ის საქართველოში ანტიეროვნული, ანტიევროპული და ანტიამერიკული პოლიტიკის შემოქმედია - ჯაფარიძე

ივანიშვილმა საჯაროდ დაადასტურა, რომ ის საქართველოში ანტიეროვნული, ანტიევროპული და ანტიამერიკული პოლიტიკის შემოქმედია -  ასე აფასებს "ლელოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის სიტყვით გამოსვლას. 

მისი თქმით, კიდევ ერთხელ ნათელი გახდა რომ ქვეყნისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს დღეს სწორედ ბიძინა ივანიშვილი წარმოადგენს.

დღეს ივანიშვილმა კიდევ ერთხელ და ამჯერად საჯაროდ დაადასტურა, რომ ის არის ანტიეროვნული, ანტიევროპული და ანტიამერიკული პოლიტიკის შემოქმედი საქართველოში. 

კიდევ ერთხელ ნათელი გახდა რომ ქვეყნისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს დღეს წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილი. 

შესაბამისად ჩვენი ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გზა მდგომარეობს იმაში, რომ არჩევნებზე “ოცნება” ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჩამოშორდეს ხელისუფლებას, სხვა შემთხვევაში, ეს ადამიანი და მისი ყურმოჭრილი მსახურები გადაჩეხავენ ქვეყანას იმ უფსკრულში რომელსაც რუსეთი ჰქვია. 

საზოგადოება უნდა გაერთიანდეს ჩვენი ქვეყნის რუსეთის მიერ ხელახალი ოკუპაციის საფრთხის წინაშე და უნდა გავაძლიეროთ ბრძოლა საქართველოს მომავლის გადასარჩენად!", - აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

მსგავსი სიახლეები