"დღეს ამუშავდა შავ-ბნელი ძალები" - სალომე ზურაბიშვილის მიმართვა თავდაცვის ძალებს

30.04.24 11:21
 "დღეს ამუშავდა შავ-ბნელი ძალები" - სალომე ზურაბიშვილის მიმართვა თავდაცვის ძალებს

 დღეს ამუშავდა შავ-ბნელი ძალები, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა ჯარისკაცებს თავდაცვის ძალების 30 წლისადმი მიძღვნილ იუბილეზე. სალომე ზურაბიშვილმა პირდაპირ თქვა, რომ ქართულმა ჯარმა ყევლაზე კარგად იცის, ვინ არის რეალურად, საქართელოს მტერი და ვინ მოყვარე. მისი თქმით, არაერთი განსაცდელის შემდეგ, საქართველოს ევროინტეგრაციის კურსი ისევ საფრთხის ქვეშაა.

მოგმართავთ თქვენ, რამეთუ დღეს ამუშავდა შავ-ბნელი ძალები  და ცდილობენ, ის ქვეყანა, რომელიც ვერ დააჩოქეს ვერც ეთნიკური კონფლიქტების გამოწვევით, ვერც ძმათა შორის დაპირისპირების გაჩაღებით, ვერც პირდაპირი ომით და ოკუპაციით ვერ დაიმორჩილეს, დღეს კიდევ ერთხელ ცდილობენ საზოგადოების გახლეჩვას. მერმა კარგად იცის, რომ  სისუსტეს მხოლოდ საზოგადოებაში ბზარის გაჩენა იწვევს. 30 წელია, რაც ეს ქვეყანა  დამისი საზოგადოება ერთი მიზნის ირგვლივაა გაერთიანებული - ევროპული პერსპექტივა, როგორც ერთადერთი ჩვენი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტოლერანტობის, იდენტობის, მრავალფეროვნების, მშვიდობისა და განვითარების გზა. ამ ერთ მიზანს აქამდე არავინ აყენებდა კითხვის ნიშნის ქვეშ. საქართველოს ჯარმა ყველაზე კარგად იცის თუ ვინ არის მტერი და ვინ მოყვარე, ვინ ცდილობდა ჩენს განადგურებას და ვინ დაგვეხმარა, ჩამოგვეყალიბებინა თანამედროვე თავდაცვის ძალები, - განაცხადა პრეზიდენტმა. 

თავდაცვის ძალები 33 წლის იუბილეს აღნიშნავს. ღონისძიებაზე უკვე იმყოფებიან პრეზიდენტი და პრემიერი. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ სალომე ზურაბიშვილმა ბიძინა ივანიშვილი პუტინის სტილის მმართველად გამოცხადა. პრეზიდენტმა ტვიტერზე დაწერა, რომ რუსული კანონის მხადასჭერად საჯარო მოხლეების მობილიზება "პუტინის სტილის აქცია იყო".

 

მსგავსი სიახლეები