"კი ევროპას, არა რუსულ კანონს" - ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ოპოზიცია ბანერებით მივიდა, რასაც ხმაური მოჰყვა
ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო ბათუმის საკრებულოში, სადაც ოპოზიციური პარტიის წევრები ბანერებით "კი ევროპას, არა რუსულ კანონს" მივიდნენ.
ამ პერფომანსმა "ხალხის ძალის" წარმომადგენელი გააღიზიანა. ნინო ცხავარაძე ამტკიცებდა, რომ კანონი რუსული არ არის.
" მატყუარა, თავხედო, უსირცხვილო", - ისმოდა სხდომაზე.
ბათუმის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე 20-მდე საკითხი აქვს განსახილველი.
ერთ-ერთი საკითხი ქალაქის 2023 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის დამტკიცებაა.