მეშინია, ივანიშვილი მეორე ჩაუშესკო არ გახდეს - თინა ხიდაშელი

30.04.24 11:51
მეშინია, ივანიშვილი მეორე ჩაუშესკო არ გახდეს - თინა ხიდაშელი

ივანიშვილმა რუსეთს ანგარიში ჩააბარა, - ასე აფასებს ყოფილი თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ოლიგარქს გუშინდელ გამოსვლას. მისი თქმით, "ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ, ფაქტორბივად, პურინს უთხრა, რომ საქართველო ევროკავშირში არასდროს შევა. "სამოქალაქო იდეის" ხელმძღვანელი შიშობს, რომ ივანიშვილის შესაძლოა, მეორე ჩაუშესკო გახდეს. 

არც უნდა გავბრაზდეთ, არც უნდა გაგკვიკვირდეს, არავითარი ემოცია ამაზე არ უნდა გვქონდეს. ის ჩვენ არ გველაპარაკება, ის საქართველოს არ ელაპარაკებოდა, ის ელაპარაკებოდა მხოლოდ და მხოლოდ იმ ადამიანებს, ვისზეც ზემოქმედება შეუძლია ჰქონდეს. მუქარაც იყო ამ საუბარში, ეს ყველაფერი იყო ამ ადამიანებზე გათვლილი, რომ იცით, კი გვეშინია ყველას ერთად, მაგრამ ჯერ ყველაფერი დაკარგული არ არის და მაინც ფრთხილად იყავით. აი, შემდეგ გეგმებზე, რა თქმა უნდა, რუსეთს უპატაკა, რუსეთს ანგარიში ჩააბარა, რომ აქ არც ევროკავშირი არ იქნება, არც ლიბერალური დემოკრატია არ იქნება და საერთოდ, საქართველო დემოკრატიად არ შედგება. მე მეშინია, რომ ის არ გახდეს მეორე ჩაუშესკო. თავის დროზე, სააკაშვილთან მიმართებაშიც ეს შიში მქონდა, - ამბობს თინა ხიდაშელი. 

ივანიშვილმა გუშნ აღიარა, რომ რუსული კანონის მიღება და მთელი ეს რეპრესიები ერთადერთ მიზანს ემსხურება: დარჩეს ხლეიუფლებაში სამუდამოდ. ივანიშვილმა მიმართვის დროს ტოლობის ნიშანი მასსა და უკრაინის პრორუს მმართველს შორის დასვა და თქვა, რომ "იანუკოვიჩის მსაგვსად ვერ შეცვლიან. 

მსგავსი სიახლეები