კობახიძე თავდაცვის ძალების დღის ღონისძიებაზე პრეზიდენტს არ მიესალმა
პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოს თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს არ მიესალმა, წინა გამოსველად მოიხსენია და ტრიბუნიდან პირდაპირ მოღალატედ გამოცხადა!
"ბატონ პარლამენტის თავმჯდომარევ, ბატონო დედაქალაქის მერო, ბატონო თავდაცვის მინისტრო, ბატონო თავდაცვის ძალების მეთაურო, გენერლებო, ოფიცრებო, სერჟანტებო, რიგითებო და კაპრალებო, პატივცემულო მოწვეულო სტუმრებო, ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით.
ჩემს გამოსვლაში შეგნებულად არ მოვიხსენიე წინა გამომსვლელი და ქართულ ჯარს არ ვაკადრებ გამოვეხმაურო მის პოლიტიკურ განცხადებებს, რომლებიც სრულიად შეუფერებელი იყო დღევანდელი დღისთვის და პრეზიდენტის მაღალი თანამდებობისთვის, კონსტიტუციის წინაშე ფიცის გატეხვისთვის და ქვეყნის ღალატისთვის, ღმერთის წინაშე აგებს ყველა პასუხს", - თქვა პრემიერმა.
თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, პრემიერმინისტრის მსგავსად, პრეზიდენტს არც პარლამენტის თავმჯდომარე მიესალმა და არც თავდაცვის მინისტრი.