ივანიშვილი იანუკოვიჩის გზას ადგას - გიორგი ქადაგიძე
ივანიშვილი იანუკოვიჩის გზას ადგას, - ასე აფასებს ოლიგარქის გუშინდელ გამოსვლას საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე. მისი თქმით, ივანიშვილი ძალაუფლების შესანარჩუნებლად ომის რიტორიკის გამოყენებას ცდილობს.
ის ახსენებს იანუკოვიჩს იმიტომ, რომ ის ადგას მის გზას, იმ თვალსაზრისით, რომ იანუკოვიჩი გაიქცა რუსეთში. უბრალოდ, ის მანიპულირებს და ცდილობს, გამოიყენოს ომის რიტორიკა, თითქოსდა მე თუ გამაგდებთ, იქნება ომი, - ამბობს ქადაგიძე.
ივანიშვილმა გუშინ აღიარა, რომ რუსული კანონის მიღება და მთელი ეს რეპრესიები ერთადერთ მიზანს ემსხურება: დარჩეს ხლეიუფლებაში სამუდამოდ. ივანიშვილმა მიმართვის დროს ტოლობის ნიშანი მასსა და უკრაინის პრორუს მმართველს შორის დასვა და თქვა, რომ "იანუკოვიჩის მსაგვსად ვერ შეცვლიან.