ოხანაშვილმა ისეთი ერთგულება აჩვენა ივანიშვილს დიქტატურის დამყარების ნაწილში, რომ პაპუაშვილისთვის დღეს მაგალითი იქნება - კორძაია
ოხანაშვილმა ისეთი ერთგულება აჩვენა ივანიშვილს დიქტატურის დამყარების ნაწილში, რომ პაპუაშვილისთვის დღეს მაგალითი იქნება - თამარ კორძია დღევანდელ სესიაზე, სადაც რუსული კანონი მეორე მოსმენაზე უნდა გაიტანონ, ელოდება, რომ ოხანაშვილის მსგავსად, შალვა პაპუაშვილიც დაარღვევს გამოხატვის თავისუფლებას და პროცესუალურ უფლებებს.
კორძაიას თქმით, "ოცნება", არგუმენტებით საუბარს ვერ იტანს და სწორედ ამიტომ არ ალაპარაკებს ოპოზიციონერებს.
ანრი ოხანაშვილმა გუშინ ისეთი ერთგულება აჩვენა ბიძინა ივანიშვილს დიქტატურის დამყარების ნაწილში, მე მგონია, რომ შალვა პაპუაშვილისთვის მაგალითი იქნება და დარწმუნებული ვარ, შალვაც ისევე დაარღვევს გამოხატვის თავისუფლებას და პროცესუალურ უფლებებს, როგორც გუშინ იქცეოდა ანრი ოხანაშვილი. მაგრამ ეს კიდევ უარესი მათთვის. ცალსახაა, როდესაც ჩვენ ვახდენთ ციტირებას, არგუმენტებით საუბარს, ჩვენ არ გვალაპარაკებენ და ე.ი. ვის არ უნდა შინაარსობრივი განხილვა?"- აცხადებს თამარ კორძაია.
გუშინ იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ანრი ოხანაშვილმა ყველა ოპოზიციონერი დეპუტატი დარბაზიდან გააძევა, ცენზურა დაწესდა მესამე სექტორთან მიმართებითაც.
რუსული მარშის შემდეგ საქართველოს ხელისუფლება რუსული კანონის მხადასჭერად ემზადება პუტინის კანონის კენჭისყრისთვის დილიდან პარალემენტში მმართველ პარტიას სრული მობილიზიება აქვს გამოცხადებული. მთელ შეობაში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მოქმდებს. სესია სადაც რუსული კანონი კენჭისყრაზე მეორე მოსმენეთ უნდა გაიტანონ მალე დაიწყება, თუმცა მანამდე ჯერ ბიუროს სდომაა.