ივანიშვილი შეუმდგარი დიქტატორია - გიორგი ვაშაძე
ივანიშვილი შეუმდგარი დიქტატორია, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე საუბრობს. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, ოლიგარქი ემუქრება ყველას, ვინც მის აზრს არ ითვალისწინებს. ვაშაძე მიიჩნევს, რომ ივანიშვილი ხელისუფლებას რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩამოშორდეს.
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ის არის შეუმდგარი დიქტატორი, რომელმაც ისევ და ისევ მუქარას დაუთმო მთელი თავისი გამოსვლა. ემუქრება ქართველ ხალხს, ემუქრება ახალგაზრდებს, ემუქრება ყველას, ვინც მის აზრს არ ითვალისწინებს და ამით კიდევ უფრო მკაფიოდ გამოხატა ის ამოცანა, რაც ჩვენ ყველას გვაქვს, რომ ჩვენ ის სწრაფად უნდა მოვაშოროთ ამ ქვეყანას იმისთვის, რომ ევროკავშირისკენ წავიდეთ, - ამბობს გიორგი ვაშაძე.
ივანიშვილმა გუშინ აღიარა, რომ რუსული კანონის მიღება და მთელი ეს რეპრესიები ერთადერთ მიზანს ემსხურება: დარჩეს ხელესუფლებაში სამუდამოდ. ივანიშვილმა მიმართვის დროს ტოლობის ნიშანი მასსა და უკრაინის პრორუს მმართველს შორის დასვა და თქვა, რომ "იანუკოვიჩის მსაგვსად ვერ შეცვლიან.