ივანიშვილი იანუკოვიჩის მსგავსად დაამთავრებს - თამარ კორძაია

30.04.24 12:25
ივანიშვილი იანუკოვიჩის მსგავსად დაამთავრებს - თამარ კორძაია

ივანიშვილის გუშინდელ გამოსვლას ერთადერთი მიზანი ჰქონდა, ეჩვენებინა რუსეთისთვის, რომ ის ფლობს საქართველოში ვითარებას, - ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი თამარ კორძაია საუბრობს. ოპოზიციის წევრი ფიქრობს, რომ ივანიშვილი პოლიტიკურ კარიერას იანუკოვიჩის მსგავსად დაასრულებს.

გუშინდელ მის გამოსვლას ერთადერთი მიზანი ჰქონდა, ეჩვენებინა რუსეთისთვის, რომ ის ფლობს საქართველოში ვითარებას. რაც შეეხება იანუკოვიჩთან პარალელს, დიახ, რუსეთისთვის ამის ჩვენება იყო მნიშნელოვანი, იმიტომ, რომ აღმოჩნდა, რომ იანუკოვიჩი ვერ ფლობდა ვითარებას უკრაინაში. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ ისევე დაამთავრებს ბიძინა ივანიშვილი, როგორც იანუკოვიჩმა დაამთავრა თუ იმ ადამიანებს არ მოუსმენს, ვინც ყოველ დღე საკუთარი ბრძოლით მოდის რუსთაველზე და ითხოვს, რომ გაიწვიონ ეს კანონი, - ამბობს კორძაია. 

ივანიშვილმა გუშინ აღიარა, რომ რუსული კანონის მიღება და მთელი ეს რეპრესიები ერთადერთ მიზანს ემსხურება: დარჩეს ხელესუფლებაში სამუდამოდ. ივანიშვილმა მიმართვის დროს ტოლობის ნიშანი მასსა და უკრაინის პრორუს მმართველს შორის დასვა და თქვა, რომ "იანუკოვიჩის მსაგვსად ვერ შეცვლიან.   

მსგავსი სიახლეები