რუსული კანონის კენჭისყრა "ოცნებას" დღესაც პროტესტის ფონზე მოუწევს - პარლამენტთან ახალგაზრდები იკრიბებიან

30.04.24 13:30
რუსული კანონის კენჭისყრა "ოცნებას" დღესაც პროტესტის ფონზე მოუწევს - პარლამენტთან ახალგაზრდები იკრიბებიან

რუსული კანონის კენჭისყრა ოლიგარქის პარტიას დღესაც პროტესტის, ხმაურის და პოლიციის კორდონის ფონზე მოუწევს. პარლამენტთან  პუტინის კანონის მოწინააღმდეგე ახლაგზრდები, სტუდენტები და მოქალაქეები იკრიბებიან. ყველა სამთავრობო უწყებაში კი სპეცრაზმი და პოლიცია უკვე მობილიზებულია.

აქ მუდმივად არის საჭირო პროტესტი. ცარიელი პარლამენტის კედლებთან სასტვენებით სტვენას და ხმაურს, ჯობია რომ მაშინ შევაწუხოთ დეპუტატები, როდესაც რაღაცაზე სმს-ს კითხულობენ, თუ რას უნდა მისცენ ხმა - წითელს თუ მწვანეს. ცარიელი პარლამენტი, ამ შემთხვევაში, არაფერს მოგვცემს, შიგნით მჯდარი მონები გვჭირდება, რომლებსაც კარგად უნდა შევუქმნათ დისკომფორტი. დღეს დილიდან ბოლომდე ანგელოზებს დავუფრთხობთ, სანამ ამ კანონს შეიბრუნებენ საიდანაც გამოიძრეს, - ამბობს აქტივისტი. 

აქტივისტ შუშანა მაცაბერიძის თქმით, გუშინ ივანიშილმა ქვეყნის რუსეთად გადაქცევა ღიად დააანონსა, თუმცა ეს არავის გამოუვა. 

საჯაროდ, ღიად ბიძინა ივანიშვილმა დაგვიანონსა, რომ ამ ქვეყანას გადააქცევს რუსეთად. ეს იყო მთელი მათი შეკრების არსი. ამ ქვეყანას რუსეთად ვერ გადააქცევს ვერავინ. იდეის გამო რომ ადამიანი დგება და მოდის პარლამენტთან და საათებით აქ დგას, ამ ადამიანს ვერ გააჩერებს ვერავინ, - ამბობს აქტივისტი.  

დღეს პროტესტის ეპიცენტრი მთელი რუსთაველი იქნება. მასშტაბური აქცია საღამოს 19:00 საათზე უკვე დანონსებულია. 

მსგავსი სიახლეები