რუსმა ოლიგარქმა ღიად თქვა, რომ მისი მიზანი საქართველოს ევროპული მომავალი არასდროს ყოფილა - წითლიძე

30.04.24 12:54
რუსმა ოლიგარქმა ღიად თქვა, რომ მისი მიზანი საქართველოს ევროპული მომავალი არასდროს ყოფილა - წითლიძე

ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული, ანტიკონსტიტუციური განცხადება, - ასე აფასებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ანა წითლიძე ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ განცხადებებს. ოპოზიციის წევრის თქმით, ოლიგარქის განცხადებებმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ მის მიზანს ქვეყნბის ევროინტეგრაცია არასდროს წარმოადგენდა. 

წითლიძე ამბობს, რომ შეშინებულ ოლიგარქს გუშინ აქციაზე ძაილთ მიყვანილ ხალხთანაც კი გაუჭირდა სიარული და წინასწარ კინოლოგებით შემოწმებულ სცენაზე დადგა.


ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული, ანტიკონსტიტუციური განცხადება, რომელიც გუშინ გააკეთა რუსმა ოლიგარქმა უკვე ნათლად და ღიად თქვა, რომ მისი მიზანი არასოდეს არ ყოფილა საქართველოს ევროპული მომავალი, მისი მიზანი არასოდეს არ ყოფილა საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობაზე ზრუნვა. ღიად თქვა, რომ ის 2012 წელს მოვიდა ერთადერთი დავალებით და ეს დავალება არის დააკარგვინოს საქართველოს ევროპული მომავალი. გუშინ ჩვენ რაც ვიხილეთ, იყო შეშინებული ოლიგარქი, რომელსაც ძალით მოყვანილ ხალხთანაც კი თავისუფლად სიარული გაუჭირდა და წინასწარ კინოლოგებით შემოწმებულ სცენაზე დადგა, შემდეგ ისე წავიდა, რომ არცერთ რეალურ პრობლემაზე, რაც 12 წლის განმავლობაში იყო, არ უსაუბრია.“ – განაცხადა ანა წითლიძემ.
 

მსგავსი სიახლეები