პროევროპული ძალების გაერთიანება - "ლელოს" ლიდერები პრეზიდენტს ხვდებიან

30.04.24 13:15
პროევროპული ძალების გაერთიანება - "ლელოს" ლიდერები პრეზიდენტს ხვდებიან

პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრი ორბელიანის სასახლეა. "ოცნების" რუსული მარშის და რუსული კანონის დამტკიცების მცდელობის პარალელურად, პრეზიდენტი "ლელოს" ლიდერებს ხვდება. მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ათონელის რეზიდენციაში უკვე მივიდნენ.

"ლელოს" ლიდერები ამბობენ, რომ პრეზიდენტთან შეხვედრა რამდენიმე დღით ადრე ჩაინიშნა და შეხვედრის მიზანს პროევროპული ძალების გაერთიანება წარმოადგენს. 

ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ ოლიგარქის ანტიდასავლური განცხადებების შემდეგ, პროევროპული ძალების გაერთიანება მნიშვნელოვანია.

წინა დღეებში დაიგეგმა. ეს არის გაგრძელება ჩვენი შეხვედრების და მითუმეტეს, დღევანდელი მოვლენების ფონზე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მართლაც პროევროპული ძალების გაერთიანება, კოორდინაცია, იმიტომ, რომ საფრთხე ახლა რეალური გახდა, მითუმეტეს, ივანიშვილის გუშინდელი გამოსვლის შემდეგ, რომ რუსეთი აპირებს ჩვენი ქვეყნის ხელახალ ოკუპაციას. ამიტომ ახლა ყველა ვალდებული ვართ, ვისაც გვესმის, რაოდენ კრიტიკული და ისტორიულია ეს მომენტი, რომ მაქსიმალურად ერთმანეთში კოორდინაცია განვახორციელოთ. პრეზიდენტს აქვს საინტერესო იდეები. დღეს ჩვენ საუბარი გვექნება პრეზიდენტის ინიციატივასთან დაკავშირებით, რომ მოხდეს პროევროპული ძალები რაც შეიძლება მჭიდრო კოორდინაცია. ეს იქნება მთავარი საკითხი და რა თქმა უნდა, სხვა თემებზეც ვისაუბრებთ, - ამბობს ბადრი ჯაფარიძე. 

გა ზანილები ექნება სალომე ზურაბიშილს, ცნობილი შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდება. 

 

მსგავსი სიახლეები