"გუშინ გასაყრელები გაყარეს" - მდინარაძე ამბობს, რომ რუსული კანონის მიღება "არსად ეჩქარებათ"

30.04.24 13:19
"გუშინ გასაყრელები გაყარეს" - მდინარაძე ამბობს, რომ რუსული კანონის მიღება "არსად ეჩქარებათ"

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ არსად ეჩქარებათ რუსული კანონის მიღება. პლენარულ სხდომაზე ოპოზიცია დაინტერესდა დღესაც ისევე გაყრიან სხდომიდან თუ არა, როგროც ეს გუშნ ანრი ოხანაშვილმა გააკეთა, რაზეც მდინარაძე თქვა, რომ "გუშინ გასაყრელები გაყარეს"

"არსად გვეჩქარება, ორი დღეც, სამი დღეც, რამდენიც არ უნდა დასჭირდეს, მივყვეთ ჩვეულებრივად, მუხლობრივად, არსად არ ვიჩქარებთ, გუნდის სახელით გეუბნებით და ხვალ იქნება თუ ზეგ იქნება, დღეს ალბათ არ მოესწრება. დღესაც გაგყრიან თუ ისე მოიქცევით გუშინ როგორც იქცეოდით, ეგ არის ჩვეულებრივი პროცედურა, გუშინ გასაყრელები გაყარეს! - განაცხადა მდინარაძემ.

მსგავსი სიახლეები