"სისუსტის და ისტერიის მანიშნებელია" - ბესელია ივანიშვილის განცხადებებზე

30.04.24 13:50
"სისუსტის და ისტერიის მანიშნებელია" - ბესელია ივანიშვილის განცხადებებზე

"ქართული ოცნების" ყოფილი წევრი ეკა ბესელია ივანიშვილის გუშინდელ განცხადებებს ანტიდასვლურ რიტორიკას უწოდებს და ამბობს, რომ ივანიშვილის გუნდი ისტერიაშია. მისი თქმით, "ქართული ოცნება" გუშინ ფსევდო ღირებულებებით მანიპულირებდა, რაც ცხადყოფს, რომ მმართველი პარტია უკვე გამოფიტული პოლიტიკური ძალაა. 

მთელი მისი გზავნილები, ეს იყო აბსოლუტურად ანტიდასავლური რიტორიკა, რომელიც პირდაპირ არღვევს ევროკავშირის დღის წესრიგის პირველ პუნქტს და ეს პოლარიზაციას კი არ ამცირებს, პირიქით, აღვივებს. ეს რეალობაში, ძალიან დიდი სისუსტის და ძალიან დიდი ისტერიის მანიშნებელია. ცუდი მაგალითები იყო, ფსევდო ღირებულებებით მანიპულირება იყო. ნიშანდობლივი იყო, რომ სცენაზე იდგნენ ადამიანები, რომლებიც არ უკავშირდებიან „ქართული ოცნების“ იდეას და ყველა იყო იქ ან წინა რეჟიმის და ხელისუფლების დროს სადღაც მიმალულ-მომალულები ან იმ პერიოდში მათი მხარდამჭერები. ესეც თავისთავად არის გამოფიტული პოლიტიკური ძალის სახე. სულ ისეთ გზავნილები გვესმოდა, რომელიც გვესმის რუსეთიდან. ეს ანტიდასავლური რიტორიკა, ეს ბრძოლა დასავლეთთან, თითქოს გვართმევენ ჩვენს იდენტობას და ჩვენს ფასეულობებს და არცერთი სიტყვა რუსეთზე, - ამბობს ეკა ბესელია. 

ივანიშვილმა გუშინ აღიარა, რომ რუსული კანონის მიღება და მთელი ეს რეპრესიები ერთადერთ მიზანს ემსხურება: დარჩეს ხელესუფლებაში სამუდამოდ. ივანიშვილმა მიმართვის დროს ტოლობის ნიშანი მასსა და უკრაინის პრორუს მმართველს შორის დასვა და თქვა, რომ "იანუკოვიჩის მსაგვსად ვერ შეცვლიან. 

მსგავსი სიახლეები