"არც რუსეთში დასჭირდებით არავის და არც დასავლეთში ჩაგედგმებათ ფეხი" - სამადაშვილი ივანიშვილს

30.04.24 14:04
"არც რუსეთში დასჭირდებით არავის და არც დასავლეთში ჩაგედგმებათ ფეხი" - სამადაშვილი ივანიშვილს

"ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი ივანიშვილის განცახდებას პასუხობს, სადაც ის ამბობს, რომ იანუკოვიჩის და შევარდნაძისავით არ დაასრულებს. ოპოზიციის წევრი ოლიგარქს ამ გზავნილში ეთანხმება და არწმუნებს, რომ მას უფრო მძიმე დასასრული ელის. სამადაშვილის თქმით, "ოცნების" მმართელს გასაქცევი არც რუსეთში და არც ევროპაში აღარ ექნება. 

ბიძინა ივანიშვილმა გუშინ ერთი სწორი რამე თქვა, რომ იანუკოვიჩის და შევარდნაძისავით არ დავამთავრებო. მართალია, ივანიშვილს მინდა ვუთხრა, ასე არ დაამთავრებს. შევარდნაძე იყო მსოფლიოში ცნობილი პოლიტიკოსი, მიიღო გარანტიები უსაფრთხოების და დარჩა საკუთარ ქვეყანაში და ღირსეულად გაატარა მისი მოხუცებული წლები, იანუკოვიჩი რუსეთმა უკან მიიღო, იმიტომ, რომ ისიც რაღაცა ტიპის პოლიტიკოსი იყო და შემოინახა, რომ ეგებ მომავალში დაჭირვებოდა. თქვენ ისე წახვალთ ამ ქვეყნიდან, რომ არც რუსეთში დასჭირდებით არავის და მითუმეტეს, დასავლეთში ფეხი არ ჩაგედგმებათ, ამიტომ არ ვიცი, ბრაზილიაში გაიქცევით თუ სადმე სხვაგან, - ამბობს სალომე სამადაშვილი. 

ივანიშვილმა გუშინ აღიარა, რომ რუსული კანონის მიღება და მთელი ეს რეპრესიები ერთადერთ მიზანს ემსხურება: დარჩეს ხელესუფლებაში სამუდამოდ. ივანიშვილმა მიმართვის დროს ტოლობის ნიშანი მასსა და უკრაინის პრორუს მმართველს შორის დასვა და თქვა, რომ "იანუკოვიჩის მსაგვსად ვერ შეცვლიან.  

მსგავსი სიახლეები