"გუშინ თქვენ მთაწმინდა გადმოაპირქვავეთ" - ხერხეულიძე "ოცნებას"
"თქვენ რაც ყველაზე ცუდი გააკეთეთ, გუშინ გააკეთეთ ის, რომ მთაწმინდა გადმოაპირქვავეთ" - ამ სიტყვებით მიმართა ენმ-ის დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლა "ოცნების" დეპუტატებს.
ხერხეულიძემ მმართველ გუნდს უთხრა, რომ მერაბ კოსტავას და ილია ჭავჭავაძის სახელები სპეკულაციის სახით გამოიყენეს.
"თქვენ რაც ყველაზე ცუდი გააკეთეთ, გუშინ გააკეთეთ ის, რომ მთაწმინდა გადმოაპირქვავეთ. ადამიანები, რომლებიც ღირსებით არიან საქართველოს ისტორიაში დამკვიდრებული, მათი სახელები გამოიყენეთ სპეკულაციის სახით, სრულიად სხვა გაგებით. მე არ მესმის რა საერთო და სულიერი ნათესაობა გაქვთ მერაბ კოსტავასთან და ილია ჭავჭავაძესთან, როდესაც მათ ციტირებთ." - თქვა ხერხეულიძემ და პარლამენტში მყოფ დეპუტატებს შეახსენა, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო პირველი, რომელმაც საქართველოში ევროკავშირის დროშა აღმართა", - განაცხადა ხერხეულიძემ.