ტირანი! - ხერხეულიძე ივანიშვილზე
ეკა ხერხეულიძემ პარლამენტის სხდომათ დარბაზში შეკრებილ დეპუტატებს შეახსენა, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო პირველი, რომელმაც საქართველოში ევროკავშირის დროშა აღმართა, ხოლო ივანიშვილს ტირანი უწოდა.
"როდესაც თქვენ ამ ადამიანზე (სააკაშვილზე)საუბრობთ საპირწონედ ივანიშვილის, გახსოვდეთ, რომ ტირანზე ლაპარაკის დროს, ეს არის სრულიად უადგილო იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილმა ხელისუფლება გადააბარა და ეს არის ისეთი უსამართლობა, რომელსაც ანალოგი არ აქვს", - განაცხადა ხერხეულიძემ და ოპოზიციონერ კოლეგებს, რომლებიც მისი თქმით, "დაკომპლექსებული" არიან ამ სახელის ხსენებით, გამოფხიზლებისკენ მოუწოდა.