ბიძინა ივანიშვილი რუსი პოლიტიკოსია, ის აუცილებლად მოითხოვს თავშესაფარს მოსკოვში - მამუკა ხაზარაძე
ბიძინა ივანიშვილი რუსი პოლიტიკოსია - ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პარტია “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ "ოცნების" ლიდერი "ძალიან ცუდად დაამთავრებს თავის პოლიტიკურ კარიერას".
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის ადგილი მოსკოვშია.
"მინდა, მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს, რადგან მან ძალიან მკაფიოდ გვითხრა ყველას, რომ არის რუსი პოლიტიკოსი საქართველოში" - ის მოსკოვში თავშესაფარს აუცილებლად მოითხოვს და ძალიან ცუდად დაამთავრებს თავის პოლიტიკურ კარიერას"- თქვა მამუკა ხაზარაძემ და დასძინა, რომ ბიძინა ივანიშვილი "პუტინის პოლიტიკის გამტარებელია საქართველოში".
ყველაფერს დაუსვა თავისი წერტილი და თქვა, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი არ არის ევროპაში. თქვა, რომ ის ერთპიროვნულად აგრძელებს ქვეყნის მართვას და დამორჩილებას კიდევ იმ დარჩენილი თავისუფალი აზრის, რომელიც ქვეყანაში არსებობს. ამიტომ, მინდა მას ვუთხრა, რომ ეს ძალიან კარგი გამოსვლა იყო, გასაგები. “ლელო” ძალიან დიდი ხანია ვიძახით, რომ ის არის რუსი პოლიტიკოსი. მისი ადგილი მოსკოვშია. იგი აუცილებლად წააგებს ამ არჩევნებს. აუცილებლად წააგებს ამ ომს, რომელიც გამოუცხადა ქართველ ხალხს და ახალგაზრდობას. ის მოსკოვში თავშესაფარს აუცილებლად მოითხოვს და ძალიან ცუდად დაამთავრებს თავის პოლიტიკურ კარიერას”, - განაცხადა ხაზარაძემ.
"ლელოს" ლიდერის თქმით, ბიძინ ივანიშვილმა გუშინ რეპრესიები საჯაროდ დააანონსა.
გააკეთა ერთადერთი რამ, შეინარჩუნა თავისი კლეპტოკრატიული მმართველობა. ქვეყანა გადააქცია ოფშორულ ზონად. ანუ წარმოშობის გარეშე და კრიმინალური ფულის ნავსაყუდლად აქცია იმ კანონით, რომელიც ორ დღეში მიიღო”, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
რაც შეეხება პრეზიდენტთან შეხვედრას, "ლელოს" ლიდერის თქმით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, პროდასავლური და პროქართული ძალები გაერთიანდნენ:
გვქონდა საკმაოდ საინტერესო საუბარი - გვქონდა პოლიტიკურ გეგმაზე საუბარი, დღეს როგორც არასდროს, პროდასავლურ ძალებს, (ხაზს ვუსვამ, პროქართულ ძალებს) სჭირდება გაერთიანება და ერთსულოვნება. გვქონდა ამ თემებზე საუბარი - კონკრეტულ ნაბიჯებზე.
ახლა დადგა დრო, ძალიან მკაფიოდ დავაფიქსიროთ ის პოზიცია, აქ არ არის საუბარი მხილოდ პოლიტიკურ პარტიებზე, მნიშვნელოვანია ეს პოზიცია დააფიქსიროს თითოეულმა მოქალაქემ, რომელიც ძალიან კარგად ხედავს, სად არის ჩვენი ქვეყნის მომავალი.
პირველ რიგში საჭიროა, საზოგადოების გაერთიანება. გუშინ ხაზი იქნა გავლებული, სად არის ის ქართული საზოგადოება, რომელსაც პროგრესი უნდა, და სად არის რეგრესი, ის პოლიტიკა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის თამადობით უნდა რუსეთი"- თქვა მან.