"ქართული ოცნების" ლიდერი ამერიკაში ხვდება იმ ფონდის ხელმძღვანელს რომელსაც პარტია თავს ესხმის

30.04.24 14:33
"ქართული ოცნების" ლიდერი ამერიკაში ხვდება იმ ფონდის ხელმძღვანელს რომელსაც პარტია თავს ესხმის

ქართული ოცნების ლიდერი ამერიკაში ხვდება იმ ფონდის ხელმძღვანელს, რომელსაც პარტია თავს ესხმის - პარლამენტის მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადების თანახმად,  პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია, კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, აშშ-ის დემოკრატიის ეროვნული ფონდის პრეზიდენტს, დეიმონ ვილსონს და ფონდის თავმჯდომარეს, კენეტ ვოლაკს შეხვდა.

განცხადების მიხედვით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს კავკასიის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, აშშ-საქართველოს ურთიერთობები, საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები და წინასაარჩევნო გარემო და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი.

ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე და ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყების მნიშვნელობაზე.

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით ზილფიმიანი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი რამაზ ნიკოლაიშვილი"- წერია განცხადებაში. 

ცნობისთვის, ამერიკული ფონდი "გაუმჭვირვალობაში" "ქართულმა ოცნებამ" არაერთხელ დაადანაშაულა. შალვა პაპუაშვილმა NED-ი "რადიკალურ ჯგუფების" ფარულად დაფინანსებაში დაადანაშაულა. 

„ამერიკის დემოკრატიის ნაციონალურ ფონდს“ კონგრესი აფინანსებს, ამიტომ ჯობია, თავად იყვნენ გამჭვირვალე ქართველი ხალხის მიმართ"- თქვა საქართველოს პარლამენტმა 27 აპრილს. 

მსგავსი სიახლეები