"უზრდელი ხარ, გონებას მოუხმე" - ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება პარლამენტში
ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება პარლამენტში - "უზრდელი ხარ, გონებას მოუხმე, დავაი უთხარი შენნაირებს" - ამ სიტყვებით მიმართა "ოცნების" დეპუტატმა არჩლ თალაკვაძე "ლელოს" წევრს, სალომე სამადაშვილს საკანონდმდებლო ორგანოს პლენარულ სხდომაზე.
უმრავლესობის გაღიზიანება სალომე სამადაშვილის მიერ ბიძინა ივანიშვილის ხსენებამ გამოიწვია.
"ვიღაც ნორჩი ლენინელები მოგიგროვებიათ და გადაწყვიტეთ, რომ ჯენზის თავისუფალ თაობას, ნორჩი ლენინელების ყალბი პათეტიკით რაღაცას გააგებინებდით.
თქვენს გაღატაკებულ მოქალაქეებს გადმოუდგა ბიძინა ივანიშვილი გუშინ.
გუშინ, ბიძინა ივანიშვილი იმსახურებდა ნამდვილად ქართველი ხალხის მადლიერებას იმისთვის, რომ გვითხრა რას ჰპირდება საქართველოს. რას ჰპირდება ვიღაც გაუგებარი გზებით გამდიდრებული კაცი საკუთარი ფულის დასაცავად" ", - უთხრა სამადაშვილმა "ოცნებას"