კარგი იქნება, ივანიშვილმა იანუკოვიჩის ბედი გაიაზროს - ქეთი ხუციშვილი

30.04.24 15:17
კარგი იქნება, ივანიშვილმა იანუკოვიჩის ბედი გაიაზროს - ქეთი ხუციშვილი

ივანიშვილმა დასავლეთს ბრძოლა გამოუცხადა, - ასე აფასებს არასამთავრობო ორგანიზაციის წარომომადგენელი ქეთი ხუციშვილი ივანიშვილის გუშინდელ განცხადებებს. ხუციშვილი არ გამორიცხავს, რომ ოლიგარქმა სწორედ იანუკოვიჩის ბედი გაიზიაროს და მის მსგვსად ქვეყანაში გამოჩენა ვეღარ შეძლოს. 

გუშინ ბიძინამ ბრძოლა გამოუცხადა დასავლეთს, ჩვენ ყველანი კი გამოგვაცხადა დასავლეთის აგენტურად. მას არ უხსენებია რუსეთი. მაყურებელს შეიძლება ჰგონებოდა, რომ უკრაინაში ომი დასავლეთმა დაიწყო  და დრესაც განაგრძობს. ეს ნიშნავს, რომ მას უნდა სრულად ჩამოაშოროს საქართველო ევროპულ გზას. მართლაც კარგი იქნება, გაიაზროს იანუკოვიჩის ბედი, რომელიც სადღაც რუსეთში იმალება და ეშინია, რომ უკრაინელმა პატრიოტებმა არ იპოვონ და არ აზღვევინონ ის, რაც დაუშავა ქვეყანას, - ამბობს 

ივანიშვილმა გუშინ აღიარა, რომ რუსული კანონის მიღება და მთელი ეს რეპრესიები ერთადერთ მიზანს ემსხურება: დარჩეს ხელესუფლებაში სამუდამოდ. ივანიშვილმა მიმართვის დროს ტოლობის ნიშანი მასსა და უკრაინის პრორუს მმართველს შორის დასვა და თქვა, რომ "იანუკოვიჩის მსაგვსად ვერ შეცვლიან.  

მსგავსი სიახლეები