იანუკოვიჩთან ასოციაციები ივანიშვილს თავად გაუჩნდა - ნინო ლომჯარია
ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ამბობს, რომ ივანიშვილს იანუკოვიჩთან ასოციაცია უბრალოდ არ გასჩენია. მისი თქმით, როდესაც ავტორიტარი მმართველები გრძნობენ ძალაუფლების დაკარგვის რეალურ საფრთხეს, ისინი ივანიშილის მსგავსად კიდევ უფრო მეტ რეპრესიებს აანონსებენ.
იანუკოვიჩთან ასოციაციები თავად გაუჩნდა ბიძინა ივანიშვილს. როდესაც ავტორიტარი მმართველები გრძნობენ ძალაუფლების დაკარგვის რეალურ საფრთხეს, ისინი კი არ თმობენ, არამედ პირიქით, აძლიერებენ რეპრესიებს. დააანონსეს რეპრესიები. ეს ნამდვილად არ არის ის დაპირება, რის გამოც მოსახლეობა ხელისუფლებას დაუჭერს მხარს, - ამბობს ნინო ლომჯარია.
ივანიშვილმა გუშინ აღიარა, რომ რუსული კანონის მიღება და მთელი ეს რეპრესიები ერთადერთ მიზანს ემსხურება: დარჩეს ხელესუფლებაში სამუდამოდ. ივანიშვილმა მიმართვის დროს ტოლობის ნიშანი მასსა და უკრაინის პრორუს მმართველს შორის დასვა და თქვა, რომ "იანუკოვიჩის მსაგვსად ვერ შეცვლიან.