იმ კურსით, რაც ივანიშვილმა განაცხადა, შეუძლებელია არათუ EU-ში გაწევრიანება, არამედ მცირე ნაბიჯის წინ გადადგმაც კი - ჯანელიძე

30.04.24 15:49
იმ კურსით, რაც ივანიშვილმა განაცხადა, შეუძლებელია არათუ EU-ში გაწევრიანება, არამედ მცირე ნაბიჯის წინ გადადგმაც კი - ჯანელიძე

იმ კურსით, რაც გუშინ ივანიშვილმა განაცხადა, შეუძლებელია არათუ EU-ში გაწევრიანება, არამედ მცირე ნაბიჯის წინ გადადგმაც კი  - ასე  ეხმაურება "ქართული ოცნების" ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ (პაპუნა) ჯანელიძე 29 აპრილს, რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაზე ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლას.

როგორც ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე, ასოცირების შეთანხმებაზე და ვიზალიბერალიზაციაზე მომლაპარაკებელი, ვაცხადებ:

- შეუძლებელია, იმ კურსით, რაც გუშინ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, არათუ ევროკავშირში გაწევრიანება, არამედ რაიმე მცირე ნაბიჯის წინ გადადგმაც კი.

ნუ მოიტყუებთ თავს და ნუ მოატყუებთ სხვას." - წერს ექს მინისტრი. 

მსგავსი სიახლეები