რეჟიმი "ნაციონალური მოძრაობა" გასასამართლებელია - მაჭარაშვილი

30.04.24 16:05
რეჟიმი "ნაციონალური მოძრაობა" გასასამართლებელია - მაჭარაშვილი

"ხალხის ძალის" ლიდერი გურამ მაჭარაშვილი ივანიშვილს განცხადებას უწონებს და ამბობს, რომ რეჟიმი "ნაციონალური მოძრაობა" გასასამართლებელია.

ოპოზიციას მინდა მივმართო, რატომ ნერვიულობთ ასე, ვერ გავიგე. 8 არჩევნები წააგეთ და წააგებთ ამ მეცხრე არჩევნებსაც. გასასამართლებელია რეჟიმი, როგორც ასეთი "ნაციონალური მოძრაობა", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

ივანიშვილმა არჩევნების შემდეგ რეპრესიები დააანონსა - რუსულ მარშზე გაცხადდა ოლიგარქის გეგმაც. ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ მმართველობის 12 წლის თავზე ოპოზიციას გაასამართლებენ. 

"არჩევნების მერე გვექნება საშუალება, კოლექტიურ ნაცმოძრაობას გამოვუტანოთ განაჩენი" - თქვა ოლიგარქმა, ბიძინა ივანიშვილმა ქართული ოცნების მიერ ორგანიზებულ, რუსული კანონის მხარდამჭერ კონტრაქციაზე სიტყვით გამოსვლისას.

 

მსგავსი სიახლეები