დაუსაბუთებელია, სიგიჟის ზღვარზეა, შემზარავია - ლუკ კოფი ივანიშვილისა და მისი გუნდის განცხადებებზე
"ის გამოსვლები, რომლებიც გუშინ მოვისმინეთ ქართული ოცნების ხელმძღვანელობისგან, განსაკუთრებით ივანიშვილისგან, იყო დაუსაბუთებელი და სიგიჟის ზღვარზე" - ასე აფასებს "პადსონის ინსტიტუტის" წარმომადგენელი, ლუკ კოფი "ოცნების" ლიდერების გამოსვლას კონტრაქციაზე.
ლუკ კოფის თქმით, ივანიშვილის გზავნილები, მათ შორის მუქარა და არჩევნების შემდეგ ოპონენტების დასჯის პირობის დადება, შემზარავია.
ლუკ კოფისთვის გუშინდელი გზავნილები პირდაპირი მტკიცებულებაა, რომ ივანიშვილმა საქართველო ევროკავშირს დააშორა. კოფი არჩევნების მნიშვნელობაზეც საუბრობს:
გამოსვლები, რომლებიც გუშინ მოვისმინეთ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობისგან, განსაკუთრებით ივანიშვილისგან, იყო დაუსაბუთებელი და სიგიჟის ზღვარზე მყოფი. ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ივანიშვილის მუქარა, რომ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს „სასჯელს“ გამოუტანს, შემზარავია. მსგავს განცხადებებს ჩვენ ველით ბელარუსისგან და არა საქართველოსგან.
ასევე, „ქართული ოცნების“ ლიდერების მუდმივი მითითება „გლობალური ომის პარტიაზე“ (ანუ აშშ და ევროპული ქვეყნები, რომლებიც უკრაინას თავდაცვისთვის შეიარაღებას აძლევენ) იმის ნიშანია, რომ „ქართული ოცნების“ ოფიციალური პირები ძალიან დიდ დროს ატარებენ უნგრეთის მმართველ პარტიასთან ერთად. მე არასოდეს მსმენია, ვინმეს ვაშინგტონში ეთქვას, რომ საქართველომ უნდა „გახსნას მეორე ფრონტი“ რუსეთის წინააღმდეგ. ვინც საწინააღმდეგოს ამბობს, იტყუება.
ასევე, ნაციონალური მოძრაობისა და სააკაშვილის ეს პარანოიდული აკვიატება (ორივე ბოლო ათწლეულზე მეტი ხნის წინ იყვნენ ხელისუფლებაში) ფსიქიკურ დაავადებად იქცა.
მე, როგორც საქართველოს დიდი ხნის მეგობარი და დამკვირვებელი, ვცდილობდი ქვეყნის საშინაო პოლიტიკისთვის ყურადღება არ მიმექცია და ფოკუსირება მომეხდინა აშშ-საქართველოს ურთიერთობის სტრატეგიულ ასპექტებზე. თუმცა ახლა ასე აღარ შეიძლება. ბრმაც კი ხედავს, რომ საქართველო გადავიდა ევროატლანტიკური გზიდან.
ნათელია, რომ „ქართული ოცნება“:❌ აღარ განიხილავს სერიოზულად ევროატლანტიკურ ინტეგრაციას
✅ თანაუგრძნობს და ხშირად იმეორებს მოსკოვის პოლიტიკას
❌ კიდევ უფრო აშორებს საქართველოს ევროკავშირისა და ნატოს წევრობისგან. დიახ, საქართველომ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, მაგრამ გუშინდელი სიგიჟის შემდეგ, ეს მოლაპარაკებები ჩიხში შედის.
საქართველოს შიგნით ნებისმიერი ცვლილება ქართველი ხალხისგან უნდა მოდიოდეს. ოქტომბრის არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. გრძელი და ცხელი ზაფხული გველის.
ჩემს მეგობრებს „ქართულ ოცნებაში“: მე ვიცი, რომ თქვენ კარგად იცით, რომ, რაც ხდება, ძალიან ცუდია ქვეყნისთვის. Რა შეიძლება გაკეთდეს?
ჩემს მეგობრებს ოპოზიციაში და სამოქალაქო საზოგადოებაში: იყავით ძლიერები (და თავს გაუფრთხილდით)!" - წერს კოფი.