იარლიყის მიწებებაზე ფოკუსირება არ შეესაბამება EU-ს მიდგომას - ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი

30.04.24 16:30
იარლიყის მიწებებაზე ფოკუსირება არ შეესაბამება EU-ს მიდგომას - ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი

საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში ვერა იუროვას შეხვდა.

იუროვამ შეხვედრის შემდეგ X-ზე დაწერა, რომ დარჩიაშვილთან რუსული კანონი განიხილა და აღნიშნავს, რომ ის ევროკავშირის მიდგომასთან შეუსაბამოა.

„უცხოურ დაფინანსებაზე სწორი მიდგომა ფოკუსირებული უნდა იყოს გამჭვირვალობაზე. საქართველომ ინსპირაცია უნდა აიღოს ევროკავშირისგან. სანქციებზე/იარლიყის მიწებებაზე/საქმიანობის შეზღუდვაზე ფოკუსირება არ შეესაბამება ევროკავშირის მიდგომას”, – წერს ის.

მსგავსი სიახლეები