კი ევროპას, არა რუსულ კანონს! - გულსაბნევი, რომლის გამოც თარჯიმანს "მტრული მზერებით" შეხვდნენ
კი ევროპას, არა რუსულ კანონს! - გულსაბნევი, რომლის გამოც სინქრონული თარგმნის სპეციალისტმა "მტრული მზერები" დაიმსახურა.
სალომე ჯაფიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ერთ-ერთ ღონისძიებაზე თარჯიმნად იყო მისული, სადაც სწორედ ამ გულსაბნევით მივიდა, თუმცა, გულსაბნევის დანახვისას რამდენიმე ადამიანს გაღიზიანება შეამჩნია. თუმცა წერს, რომ იყვნენ ისეთებიც ღონისძიებაზე, ვისთვისაც მისი პოზიცია მიუღებელი არ იყო.
სალომე ჯაფიაშვილის ინფორმაციით, საერთაშორისო ორგანიზაციები ამცირებენ პროგრამებს საქართველოში და "თავს იკავებენ გრძელვადიანი გეგმების დაწყობისგან".
დღეს თარგმანზე, სადაც კანონის "გულანთებული" მხარდამჭერებიც ბრძანდებოდნენ (შეხვედრა, ცხადია, სულ სხვა საკითხს ეხებოდა), ასე გამოვცხადდი და მტრული მზერებიც დავიმსახურე.
შეხვედრაზე ასევე უნდა ყოფილიყო ერთ-ერთი დეპუტატი იმ 83-იდან, რომელთაც კანონს მხარი დაუჭირეს, თუმცა ჩემთვის უცნობი მიზეზით არ გამოცხადდა.
ის მახარებს, რომ გულსაბნევის დანახვისას რამდენიმე მომღიმარი სახეც შევნიშნე.
მე, როგორც საქართველოს მოქალაქემ, სალომე ჯაფიაშვილმა, ჩემი პოზიცია ასე დავაფიქსირე.
ხოლო როგორც თარჯიმანმა, აუღელვებლად და პროფესიონალურად ვთარგმნე შეხვედრა.
სამწუხაროდ, ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები უკვე ამცირებენ პროგრამებს საქართველოში და თავს იკავებენ გრძელვადიანი გეგმების დაწყობისგან. ეს დამღუპველია ჩვენი ქვეყნისთვის!
#არარუსულკანონს და მოდი, ითქვას სიმართლე - არა მოღალატე და კონსტიტუციის უხეშად დამრღვევ რეჟიმს!" - წერს სალომე ჯაფიაშვილი.