მკაცრი გზავნილები ბრიუსელიდან - სამადაშვილმა და დეკანოიძემ პარლამენტში "ოცნებას" ევროკომისრის ციტატები წაუკითხეს
ევროკავშირის ახალი გაფრთხილება პოლიტიკური მსჯელობის საგნად იქცა საქართველოს პარლამენტში.
"ლელოს" წევრმა სალომე სამადაშვილმა და "ევროოპტიმისტების" წევრმა ხატია დეკანოიძემ სხდომაზე "ქართული ოცნების " რუსლი კანონის მხარდამჭერ დეპუტატებს ევროკომისრის ციტატები წაუკითხა.
განსხვავება ევროპულ და ქართულ კანონმდებლობას შორის არის ის, რომ ჩვენ არ განვსაზღვრავთ სუბიექტებს, როგორიცაა არასამთავრობო ორგანიზაციები. საუბარია ევროპის ერთიან ბაზარზე მოქმედ სუბიექტებზე. და ჩვენ გვინდა ვიცოდეთ კონტრაქტები მესამე ქვეყნის მთავრობებთან და არა უბრალოდ გარედან შემოსული ფული. ეს არის დიდი განსხვავება - ეს რამოდენიმე წუთის წინ უთხრეს თქვენს საგარეო საქმეთა მინისტრს და მე მაინტერესებს, თუ ამას გვეუბნება ჩვენ ევროკომისია, როგორ არ მოდის ეს წინააღმდეგობაში კონსტიტუციასთან", - განაცხადა დეკანოიძემ.
„მე ვურჩიე მინისტრს, გადახედოს ჩვენს დირექტივას, რომელიც ასევე მიზნად ისახავს საგარეო დაფინანსების გამჭვირვალობის გაზრდას. მაგრამ მე მჯერა, რომ ევროკავშირი გეგმავს ამის გაკეთებას ისე, რომ არ მოახდინოს სტიგმატიზაცია და უცხოური აგენტის იარლიყის მიწებება არასამთავრობო ორგანიზაციებზე", - წაიკითხა სხდომაზე სამადაშვილმა.