მკაცრი გზავნილი ბრიუსელიდან - რას (არ) ყვება დარჩიაშვილი?
მკაცრი გზავნილი ბრიუსელიდან - EU-ს არაფორმალური სხდომის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრი მედიასთან საუბრობს.
ილია დარჩიაშვილის თქმით, შეხვედრაზე მიაწოდა ინფორმაცია მთავარ მიღწევებზე და ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსთვის კანონის უზენაესობა უმთავრესია.
დარჩიაშვილის თქმით, პარტნიორებისგან მიიღეს გზავნილი, რომ 2030 წელს გაიხსნება ევროკავშირის გაფართოების ფანჯარა.
თუმცა რა კრიტიკული გზავნილები მოისმინა, ამაზე ილია დარჩიაშვილს არ უსაუბრია.
10 კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა ერთ მაგიდასთან პირველად მოხვდა ასეთ ფორმატში, ეს ნიშნავს, რო გაფართოების პროცესი გრძელდება, ეს არის ევროკაშირის თვალით დანახული. იყო მსჯელობა სხვადასხვა მიმდინარე საკითხებზე ევროკავშირის შიგნით და მქონდა შესაძლებლობა მესაუბრა იმ რეფორმებზე, რომელიც ქვეყანამ გაატარა, რომ ჩვენს ქვეყანაში კანონის უზენაესობა მთავარი ქვაკუთხედია ამ პროცესის და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ჩემი მთავარი გზავნილიც იყო ის, რომ ჩვენთვის კანოის უზენაესობა და კანონმდებლობის ევროპულ სივრცესთან და ევროკავშირთან არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი.
გზავნილად მივიღეთ, რომ 2030 იქნება თარიღი, როდესაც მოხდება შემდგომი ტალღა გაფართოების,“ - ამბობს მინისტრი.
რა უთხრეს დარჩიაშვილს EU-ს არაფორმალური სხდომის დაწყებამდე? - ის, რასაც ილია დარჩიაშვილი არ ამბობს, თქვა ევროკომისარმა. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ევროკომისარმა ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში ვერა იუროვამ არ დამალა, რომ მკაცრი გზავნილები ჰქონდათ დარჩიაშვილთან რუსული კანონის გამო.
"ვფიქრობ, მისთვის სიურპრიზი არ ყოფილა, რომ ევროკომისია დაჟინებით მოითხოვს ჯანსაღ სასამართლოს და პროკურატურის სისტემას, რომელსაც შეუძლია გამოიძიოს ორგანიზებული დანაშაული, ანტიკორუფციული სქემები და ა.შ. მას არ გაუკვირდა ჩემი მხრიდან ამის მოსმენა, რომ ეს არის მთავარი, რაზეც ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ" - აღნიშნა ევროკომისარმა.