"დაიტოვე" - მოქალაქეები აქციაზე დასწრების მსურველებს თბილისში დასარჩენად სახლებს სთავაზობენ
დაიტოვე - რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებზე რეგიონებიდან თბილისში ჩამომსვლელთათვის მოხალისეობრივი ჯგუფი შეიქმნა.
"ჯგუფი შეიქმნა ადამიანების დასაკავშირებლად.
მათი, ვისაც აქციაზე უნდა ყოფნა, თუმცა ცხოვრობენ რეგიონებში და ვერ ახერხებენ იმავე დღეს, გვიან, შინ დაბრუნებას და მათი, ვინც ცხოვრობს თბილისში და აქვს შესაძლებლობა თანამოაზრეები დაიტოვონ შინ, აქციის დასრულების შემდეგ". - წერია ჯგუფის აღწერაში.
დღეს, 30 აპრილს 19:00 საათზე პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია იმართება.