პარლამენტში კვლავ ხმაური და დაპირისპირებაა
ხმაური და დაპირისპირება პარლამენტში - მას შემდეგ რაც "ოცნების" დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა კითხვებზე პასუხის გაცემა დაიწყო, ერთმანეთს ნინო წილოსანი და ხატია დეკანოიძე დაუპირისპირდნენ.
მანამდე კი სიტყვიერი დაპირისპირება გიორგი ვაშაძესა და ანრი ოხანაშვილს შორის იყო.
მთელი კითხვა-პასუხის პროცესი ამ ფონზე მიმდინარეობს, ისე რომ ხმაური დარბაზს გარეთაც კი ისმის.
დაპირისპირების მიზეზი კვლავ რუსული კანონია.