კალანდარიშვილმა ვერ აჩვენა, რომ არის დამოუკიდებელი და არა "ოცნების" ინტერესების გამტარებელი - ნაცვლიშვილი

30.04.24 17:23
კალანდარიშვილმა ვერ აჩვენა, რომ არის დამოუკიდებელი და არა "ოცნების" ინტერესების გამტარებელი - ნაცვლიშვილი

"კალანდარიშვილმა ვერ აჩვენა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რომ ის არის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი და არა მმართველი პარტიის ინტერესების გამტარებელი", - ამის შესახებ განცხადებას "ლელოს" დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი აკეთებს.

ნაცვლიშვილი "პირველებთან" ეხმაურება ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილის 5 წლის ვადით არჩევას და ამბობს, რომ ის "ოცნების" "ინტერესების გამტარებელია", შესაბამისად, მის მიმართ "ლელოს" ნდობა არ აქვს.

კალანდარიშვილმა ვერ აჩვენა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რომ ის არის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი და არა მმართველი პარტიის ინტერესების გამტარებელი. მისი პოზიციონირებაც კი ყველა საკვანძო საკითხზე იმეორებს და ემთხვევა იმ პოზიციას, რომელიც მმართველ პარტიას აქვს, შესაბამისად, რა თქმა უნდა, მის მიმართ ჩვენ არ გვაქვს ნდობა,“ - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

მსგავსი სიახლეები