ამათ, მგონი, საქართველო აშშ-ის შტატი ჰგონიათ და ჯორჯიაში ერევათ - იონათამიშვილი ოპოზიციაზე

30.04.24 17:29
 ამათ, მგონი, საქართველო აშშ-ის შტატი ჰგონიათ და ჯორჯიაში ერევათ - იონათამიშვილი ოპოზიციაზე

ხშირად, რა კითხვასაც სვამს ოპოზიცია, ეკითხება მომხსენებელს, "აშშ საქართველოსთვის უცხო ქვეყანა არის თუ არაო". ამათ, მგონი, საქართველო აშშ-ის შტატი ჰგონიათ და ჯორჯიაში ერევათ, თუ როგორ არის?! - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„ხშირად, რა კითხვასაც სვამს ოპოზიცია, ეკითხება მომხსენებელს, მაგალითად, აშშ საქართველოსთვის უცხო ქვეყანა არის თუ არაო, ამათ მგონი საქართველო აშშ-ის შტატი ჰგონიათ და ჯორჯიაში ერევათ, თუ როგორ არის?! მაგრამ ეს იმ პარტიისგან არ გაგვიკვირდება, ვისაც დღესაც ის ბელადი ჰყავს, რომელმაც საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობა სხვა ქვეყნის გუბერნატორობაზე გაცვალა. მარტო ეს არის იმდენად ამორალური ფაქტი, სხვა რომ არაფერი, მარტო ამის გამო ვერ უნდა ბედავდეს ვერც ის და ვერც დანარჩენები პოლიტიკაზე საუბარს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო ფაქტი, რომელიც "შავ ლაქად“ არის შესული ისტორიაში და პირად ბიოგრაფიაში“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

მის განცხადებას პარლამენტის სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა, რაზეც იონათამიშვილმა განაცხადა: „ნუ შფოთავთ, გასაგებია ასე ძალიან რომ გტკივათ ის, რომ ეს არის ფაქტი“.

მსგავსი სიახლეები