კალანდარიშვილის განვლილი საქმიანობა ცესკოში, არ გვაძლევს საფუძველს, რომ ამ ადამიანს ვენდოთ - კირკიტაძე

30.04.24 17:33
კალანდარიშვილის განვლილი საქმიანობა ცესკოში, არ გვაძლევს საფუძველს, რომ ამ ადამიანს ვენდოთ - კირკიტაძე

კალანდარიშვილის განვლილი საქმიანობა ცესკოში, არ გვაძლევს საფუძველს, რომ ამ ადამიანს ვენდოთ - ასე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" წევრი დავით კირკიტაძე ცესკოს თავმჯდომარის პოზიციაზე გიორგი კალანდარიშვილის 5 წლის ვადით არჩევას. 

კირკიტაძის შეფასებით, არ არსებობს ნდობა, რომ კალანდარიშვილი არჩევნებს სამართლიანად ჩაატარებს, რადგან დეპუტატის შეფასებით, ის "ოცნებას" უსიტყვოდ ემორჩილება.

კალანდარიშვილის განვლილი საქმიანობა ცესკოში, არ გვაძლევს არავითარ საფუძველს, რომ ამ ადამიანს ვენდოთ და გვქონდეს იმედი იმისა, რომ ის რაიმე სახით სამართლიანად ჩაატარებს არჩევნებს, ან ხელს შეუწყობს არჩევნების მიმართ ნდობის გაჩენას ან გაზრდას. ბატონი კალანდარიშვილი გამორჩეულია ქართული ოცნების მიმართ უსიტყვო მორჩილებით,“ - ამბობს კირკიტაძე.

მსგავსი სიახლეები