მაგ თანამდებობაზე, ვინც ოდესმე დანიშნულა, არცერთი ყოფილა დამოუკიდებელი - ხვიჩია ცესკოს თავმჯდომარეზე

30.04.24 17:44
მაგ თანამდებობაზე, ვინც ოდესმე დანიშნულა, არცერთი ყოფილა დამოუკიდებელი - ხვიჩია ცესკოს თავმჯდომარეზე

"მაგ თანამდებობაზე, ვინც ოდესმე დანიშნულა, არცერთი არ ყოფილა დამოუკიდებელი," - ამის შესახებ იაგო ხვიჩია საუბრობს, რომელმაც ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.

მას შემდეგ, რაც გირჩი "ქართულ ოცნებას" შეუთანხმდა, რომ ქალთა კვოტირების გაუქმების შემთხვევაში, ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილ ნებისმიერ კანდიდატურას მხარს დაუჭერდნენ - დღეს კენჭისყრაზე ერთადერთი ოპოზიციური პარტია "გირჩი" იყო, ვინც კალანდარიშვილს მხარი დაუჭირა.

მაგ თანამდებობაზე, ვინც ოდესმე დანიშნულა, არცერთი არ ყოფილა დამოუკიდებელი, ყველას ვიღაც ენდობოდა და საბოლოო ჯამში, ყველამ იცოდა, რომ ის ხელისუფლების წარმომადგენელი იყო. ჩვენც ასევე გვესმის, რომ ვინც არ უნდა იყოს, ხელისუფლების წარმომადგენელი იქნებოდა, ბატონი კალანდარიშვილი იქნებოდა ნებისმიერ შემთხვევაში. ერთი კარგი საქმე გავაკეთეთ, ერთ მავნებლობა მოვაშორეთ ქვეყნის კანონმდებლობას,“ - ამბობს იაგო ხვიჩია.

მსგავსი სიახლეები