"რუსული კანონი და საქართველოში მიმდინარე მოვლენები" - ოპოზიცია ჰელსინკის კომისიის მაღალჩინოსანს ხვდება

30.04.24 17:40
"რუსული კანონი და საქართველოში მიმდინარე მოვლენები" - ოპოზიცია ჰელსინკის კომისიის მაღალჩინოსანს ხვდება

შეხვედრა ჰელსინკის კომისიის მაღალჩინოსანთან - ოპოზიციის ლიდერები ამ წუთებში "თბილისი მარიოტში" ამერიკელ მაღალჩინოსანს, ჰელსინკის კომისიის უფროს პოლიტიკურ მრჩეველს ხვდება. განხილვის მთავარი თემა რუსული კანონია.

პუტინის კანონი „ქართული სახელმწიფოს განადგურების მცდელობად“ ჰელსინკის კომისიამ უკვე შეფასა, ახლა კი საფრთხეებზე ინფორმაციას პირდაპირ ქართველი პოლიტიკოსებისგან იღებენ.

შეხვედრაზე, რომელსაც "ლელოს" ლიდერების ესწრებიან, ერთ-ერთი განსახილველი თემა იქნება ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაც.

დღეს შეხვედრა გვაქვს "ჰელსინკის კომისიის" წარმომადგენლებთან. ჰელსინკის კომისიამ ძალიან არაერთაზროვანი შეფასება გააკეთა ქვეყანაში არსებული ვითარების, რუსულ გავლენებზე პირდაპირ ხაზგასმა. მე ვფიქრობ, რო რუსული გავლენა არა, ჩვენ ახლა პრაქტიკულად ვაკვირდებით ჩვენი ქვეყნის ხელახალი ოკუპაციის მცდელობას რუსეთის მხრიდან რბილი ძალის გამოყენებით და "ქართული ოცნების" ხელით. ჩვენ ვხედავთ ოკუპაციის მცდელობას, ამიტომ აქ უკვე ყველაფერი ნათელია, მითუმეტეს ივანიშვილის გუშინდელი გამოსვლის შემდეგ", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მსგავსი სიახლეები